"ლურჯების" ხელმძღვანელობა პორტუგალიურ კლუბს უახლოეს ხანში ოფიციალური წინადადებით მიმართავს. თავად ჰალკი არ უარყოფს, რომ "პორტუს" ყოფილი თავკაცის ანდრე ვილაშ-ბოაშის ხელმძღვანელობით "ჩელსიში" თამაში სურს.
ლონდონელებს თავდამსხმელი იანვარშივე ძალიან დასჭირდებათ, რადგან კოტდიუვარელი დიდიე დროგბა აფრიკის თასზე მიემგზავრება.