”ჩელსი” ჰალკის სანაცვლოდ 84 მილიონ იხდის

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" მზადაა "პორტუს" თავდამსხმელ ჰალკის სანაცვლოდ 84 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს, რათა ფეხბურთელი ამ ზამთარსვე გადაიბიროს.

"ლურჯების" ხელმძღვანელობა პორტუგალიურ კლუბს უახლოეს ხანში ოფიციალური წინადადებით მიმართავს. თავად ჰალკი არ უარყოფს, რომ "პორტუს" ყოფილი თავკაცის ანდრე ვილაშ-ბოაშის ხელმძღვანელობით "ჩელსიში" თამაში სურს.

ლონდონელებს თავდამსხმელი იანვარშივე ძალიან დასჭირდებათ, რადგან კოტდიუვარელი დიდიე დროგბა აფრიკის თასზე მიემგზავრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული