"მანჩესტერ იუნაიტედმა" ფერგიუსონს იუბილე ჩაუმწარა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრეფორდზე" პირველობის აუტსაიდერს "ბლეკბერნს" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

თავიდან, სტუმართაგან ორჯერ იაკუბუ აიეგბენი გამოირჩა, მასპინძელთა რიგებში კი საპასუხო დუბლი დიმიტარ ბერბატოვმა გაიფორმა. გამარჯვების გოლი კი მე-80-ე წუთზე გრანტ ჰენლიმ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ეს სენსაციური მარცხი საკუთარი მთავარი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის 70 წლის იუბილეს "დაამთხვიეს". ყველაფერთან ერთად, "იუნაიტედმა" ხელიდან პრემიერლიგაში ერთპიროვნულად გალიდერების შანსიც გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული