მანჩინი: ბალოტელი ეწევა და ჩემი შვილი რომ იყოს, ტაკოს გავუტყეპავდი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ არ მოსწონს, გუნდის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი რომ ეწევა.

"ვიცი, რომ ბალოტელი ეწევა. ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ რა ვუყო - მე არც მამამისი ვარ და არც დედამისი. აი, ჩემი შვილი რომ იყოს, ტაკოს გავუტყეპავდი.

რამდენადაც ვიცი, ბალოტელი ბევრს არ ეწევა - 5-6 ღერი დღეში, მაგრამ ათასჯერ მითქვამს მისთვის, რომ კარგი იქნება, თუ სულ არ მოწევს.

საერთოდ, სიგარეტის წინააღმდეგი ვარ - ჩემი შვილი არ ეწევა. სამწუხაროდ, იტალიაშიც და ინგლისშიც არიან ფეხბურთელები, რომლებიც
ეწევიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული