"ლივერპული" მზადაა ბენტში 24 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" 27 წლის ფორვარდი, დარენ ბენტი შესაძლოა, ზამთრის შესვენების პერიოდში სხვა გუნდში გადავიდეს. მაგალითად, "ლივერპული" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის შესაძენად 24 მილიონიან წინადადებას ამზადებს.

ბენტი ეშლი იანგის და სტიუარტ დაუნინგის გაყიდვის გამო წუხს და გუნდის შეცვლა სურს. "ლივერპულს" კი შეტევის დამასრულებელ ფაზაში პრობლემები აქვს და მზადაა ფეხბურთელს სასურველი პირობები შესთავაზოს.

აღსანიშნავია, მიმდინარე სეზონში ბენტის ანგარიშზე ექვსი გატანილი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. მან ბარძაყის ტრავმის გამო დეკემბრის ნახევარი გამოტოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული