რუნი, გიბსონი და ევანსი ერთი კვირის ხელფასით დააჯარიმეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, უეინ რუნი ერთი კვირის ხელფასით დააჯარიმეს იმის გამო, რომ სერ ალექს ფერგიუსონი "ბლექბერნთან" მატჩის წინ ვარჯიშზე მისი მდგომარეობით უკმაყოფილო დარჩა.

ფეხბურთელი თანაგუნდელებთან - დარონ გიბსონთან და ჯონი ევანსთან ერთად ვარჯიშამდე ერთი დღით ადრე შობის აღსანიშნავად რესტორანში წავიდა. ამასთან ინფორმაცია თითქოს მოთამაშეები გადათვრნენ ან ცუდად იქცეოდნენ, არ ყოფილა. რუნისთან ერთად ერთი კვირის ხელფასით გიბსონი და ევანსიც დააჯარიმეს.

ინციდენტის მიუხედავად, ფეხბურთელები ინგლისის პრემიერლიგის მე-20-ე ტურის მატჩში "ნიუკასლთან", რომელიც 5 იანვარს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული