საკი: ფერგიუსონი გუნდის ინტერესებს ცალკეული მოთამაშეების ინტერესებზე მაღლა ყოველთვის აყენებდა

AutoSharing Option
არიგო საკი, მწვრთნელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასის უკანასკნელი გათამაშება მოიგო, სერ ალექს ფერგიუსონზე საუბრობს, რომელსაც ნოემბერში "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 25 წელი შეუსრულდა.

"უბრალოდ დაუჯერებელია, რომ ის ამდენი ხნის განმავლობაში ინგლისის ყველაზე პოპულარულ კლუბს ხელმძღვანელობს. ეს იმით აიხსნება, რომ ფერგიუსონი გუნდის ინტერესებს ყოველთვის ცალკეული ფეხბურთელების ინტერესებზე მაღლა აყენებს.

მახსოვს მისი დამოკიდებულება გორდონ სტრაჩანთან, პოლ მაკგრატთან, პოლ ინსთან, ერიკ კანტონასთან, როი კინთან, დევიდ ბექჰემთან და რუდ ვან ნისტერლოისთან - რთული ხასიათის მქონე მოთამაშეებთან. ისინი მსოფლიო კლასის ფეხბურთელები და გამოკვეთილი ინდივიდუალისტები
იყვნენ, თუმცა ალექსი მათ გუნდისთვის მუშაობას აიძულებდა", - თქვა საკიმ.

მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ფერგიუსონმა "წითელ ეშმაკებთან" ერთად ინგლისის ჩემპიონატი 12-ჯერ, ქვეყნის თასი 5-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 4-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ და ერთხელ თასების მფლობელთა თასი მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული