რუნი "ნიუკასლთან" ითამაშებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი ინგლისის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ნიუკასლთან" შეხვედრაში მოედანზე გამოვა.

"ფეხბურთელების ტრავმის გამო გუნდში ბევრი პრობლემა გვაქვს. რუნიმ უნდა ითამაშოს. მან რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა.

პრემიერლიგაში სათამაშოდ ფორმაში ყოფნა კი აუცილებელია. ვფიქრობ, მისი კონდიციები სტანდარტულია და ის გუნდის დახმარებას შეძლებს", - განაცხადა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ რუნი ერთი თვის ხელფასით დაჯარიმდა და "ბლექბერნთან" მატჩი გამოტოვა, რადგან 27 დეკემბერს ცუდად იავრჯიშა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული