სამივე პროგნოზმა გაამართლა. "ასტონ ვილამ" "ჩელსის" მოუგო, "ბლექბერნმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა და "სანდერლენდმა" "მანჩესტერ სიტისთან" გაიმარჯვა. ჯამში გულშემატკივარმა 7590 ფუნტი მოიგო.
"წარმოუდგენელია, სამი ასეთი მატჩის შედეგი ერთნაირად დამთავრდეს. შესაძლოა, ზუსტად ამან შეაჩერა ის და 5 ფუნტზე მეტი არ დაუდია", - განაცხადა ტოტალიზატორ William Hill-ის წარმომადგენელმა.