ინგლისელმა ფანმა ტოტალიზატორში 1517 კოეფიციენტის მქონე ბილეთით მოიგო

AutoSharing Option
ინგლისელი გულშემატკივარი საახალწლო სასწაულის შემოქმედი გახდა. ახალი წლის დადგომამდე მან ტოტალიზატორში 5 ფუნტი ინგლისის ჩემპიონატის მე-19 ტურში სამი გუნდის შედეგზე დადო, რომლის საერთო კოეფიციენტი 1517-ს შეადგენდა.

სამივე პროგნოზმა გაამართლა. "ასტონ ვილამ" "ჩელსის" მოუგო, "ბლექბერნმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა და "სანდერლენდმა" "მანჩესტერ სიტისთან" გაიმარჯვა. ჯამში გულშემატკივარმა 7590 ფუნტი მოიგო.

"წარმოუდგენელია, სამი ასეთი მატჩის შედეგი ერთნაირად დამთავრდეს. შესაძლოა, ზუსტად ამან შეაჩერა ის და 5 ფუნტზე მეტი არ დაუდია", - განაცხადა ტოტალიზატორ William Hill-ის წარმომადგენელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული