კოილი: კეიჰილი ჯერ-ჯერობით "ბოლტონის" მოთამაშედ რჩება

AutoSharing Option
"ბოლტონის" მთავარმა მწვრთნელმა, ოუენ კოილმა ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველის, გერი კეიჰილის "ჩელსიში" გადასვლაზე ისაუბრა.

კოილმა აღნიშნა, რომ ტრანსფერი ჯერ არ შემდგარა.

"ამ დროისთვის იმის თქმა შემიძლია, რომ კეიჰილი ჩვენი კლუბის მოთამაშედ რჩება. როგორც ყველა დანარჩენი ფეხბურთელი, ის "ევერტონთან" რთული თამაშისთვის ემზადება", - განაცხადა კოილმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს "ჩელსიმ" და "ბოლტონმა" მცველის ტრანსფერზე მოილაპარაკეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული