კოილმა აღნიშნა, რომ ტრანსფერი ჯერ არ შემდგარა.
"ამ დროისთვის იმის თქმა შემიძლია, რომ კეიჰილი ჩვენი კლუბის მოთამაშედ რჩება. როგორც ყველა დანარჩენი ფეხბურთელი, ის "ევერტონთან" რთული თამაშისთვის ემზადება", - განაცხადა კოილმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს "ჩელსიმ" და "ბოლტონმა" მცველის ტრანსფერზე მოილაპარაკეს.