ბალოტელი გააგდეს

AutoSharing Option
კვირა ისე არ გავა, მარიო ბალოტელიმ არასაფეხბურთო ისტორიით არ დაგვამახსოვროს თავი.

მარიოს თავს ახალი ის არის, რომ მის მიერ ნაქირავები სახლის მეპატრონეებმა ის ქუჩაში გააგდეს. გეხსომებათ, რომ ოქტომბრის ბოლო მარიომ და მისმა მეგობრებმა აბაზანაში პიროტექნიკით გართობა გადაწყვიტეს, თუმცა შედეგები წინასწარ ვერ გათვალეს და ლამის სახლი გადაწვეს.

სერიოზული ზარალისგან ფეხბურთელი მხოლოდ სახანძრო ჯგუფის მოსვლამ იხსნა. უძრავი ქონების მეპატრონემ ბალოტელის სასამართლოში უჩივლა და ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. მოსამართლემ სარჩელი დააკმაყოფილა და მარიოს 2 ათასი ფუნტის გადახდა დააკისრა.

ფეხბურთელმა მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა მეტისმეტად
დიდია იმ ზარალისთვის, რაც მან სახლს მიაყენა და ფულის გადახდაზე უარი თქვა. ამ განცხადების შემდეგ 3 მილიონ ფუნტად შეფასებული სახლის მესაკუთრემ მარიოსთან შემდგომ ურთიერთობაზე უარი თქვა და მისგან სასწრაფოდ მოითხოვა სახლის დაცლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული