უკან "ნიუკასლში"

AutoSharing Option
"ლივერპულის" ხელმძღვანელობამ ენდი კეროლი შეიძლება 6-თვიანი იჯარით "ნიუკასლში" დააბრუნოს. გამოცემა ვარაუდობს, რომ ამის საფუძველი გახდება ის, რომ "კაჭკაჭებს" დემბა ბას აფრიკის თასზე გამგზავრების შემდეგ შედეგიანი თავდამსხმელი აღარ რჩებათ.

ქეროლს კი, თავის მხრივ, საშუალება მიეცემა, სათამაშო ფორმა აღიდგინოს. ჩრდილოელთა მთავარი მწვრთნელი ალან პერდიუ ენდის დიდი გულშემატკივარი რომაა, ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. მან ამას წინათ ისიც აღნიშნა, ქეროლი ასეთი ძვირი რომ არ ყოფილიყო, კლუბი მას ნამდვილად არ გაუშვებდაო.

P.S. გუშინ საღამოს "ტელეგრაფმა" ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ "ლივერპულმა" "ასტონ ვილასთან" შეთანხმებას მიაღწია და
დარენ ბენტი იჯარით აიყვანა. თალკსპორტ-ის ვარაუდს ეს კიდევ უფრო რეალურს ხდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული