რედნაპი: ძალიან ნელა ვმოქმედებდით

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა "ვესტ ბრომვიჩთან" (1:0) თავისი გუნდის გამარჯვებაზე ისაუბრა.

"გამარჯვება იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ამ პერიოდში ბევრი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა და ასევე ტრავმებმაც იმატა. ყოველი მომდევნო მატჩი უფრო რთული ხდება. "ვესტ ბრომვიჩთან" ძალიან ნელა ვმოქმედებდით.

გარდა ამისა, ფეხბურთელებმა ტრავმები მიიღეს. გალასსა და სანდროს კუნთებზე დაზიანება აქვთ, ხოლო ლივერმორმა ტუჩი გაიხეთქა. შეხვედრის ბოლოს მეტოქემ ჩვენი საკადრო პრობლემები გამოიყენა და გვავიწროებდა", - განაცხადა რედნაპმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული