დემბა ბა: როდესაც მოედანზე გამოვდივარ, მეტოქეზე არ ვფიქრობ

AutoSharing Option
"ნიუკასლის" სენეგალელმა ფორვარდმა დემბა ბამ, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტანა, თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ "კაჭკაჭები" ისე თამაშობდნენ, თითქოს ეს მათ ცხოვრებაში უკანასკნელი მატჩი ყოფილიყო.

"წინა ტურში "ლივერპულთან" არცთუ კარგად ვითამაშეთ, ამიტომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება აუცილებელი იყო. "ნიუკასლი" ისე თამაშობდა, თითქოს ეს ჩვენთვის ცხოვრებაში ბოლო მატჩი ყოფილიყო.

რაც შემეხება მე, არ ვუყურებ ვინ არის მეტოქე. უბრალოდ, გამოვდივარ და მოედანზე რაც შემიძლია ყველაფერს ვდებ. მხოლოდ ჩემს თამაშზე ვარ კონცენტრირებული", - თქვა ბამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული