ფერგიუსონი: ახლა პანიკის დრო არ არის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა, რომლის გუნდიც ინგლისის პრემიერლიგის მე-20-ე ტურის მატჩში "ნიუკასლთან" განადგურდა, თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ "წითელი ეშმაკები" ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებენ.

"ახლა პანიკის დრო არ არის. გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ გამოვიდეთ რთული მდგომარეობიდან. სეზონის ამ პერიოდში ქულების დაკარგვა გარდაუვალია. ახლა, აპრილამდე სულ სხვა შედეგები უნდა ვაჩვენოთ.

მეტოქემ ორი გოლი ორი ბრწყინვალე დარტყმით გაიტანა, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თავდაჯერება მოიპოვა და თამაში არ დათმო. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ბურთის ფლობის მიუხედავად, სასარგებლო ვერაფერი გავაკეთეთ", - თქვა ფერგიუსონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული