მსახიობის უპირატესობა

AutoSharing Option
"ქუინზ პარკმა" გაასაჩივრა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ჯოი ბარტონისთვის სამთამაშიანი დისკვალიფიკაციის მისჯის შესახებ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა - სანქცია ძალაში დარჩა.

საფეხბურთო ასოციაციის განცხადებაში შემდეგი რამ წერია: "დღეს დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა კომისიამ უარყო "ქუინზ პარკ რეინჯერსის" აპელაცია ნახევარმცველ ჯოი ბარტონის არასამართლიანი გაძევების შესახებ. ბარტონი სამ თამაშს გამოტოვებს.

გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს დაუყოვნებლივ". შეგახსენებთ, რომ "ნორვიჩთან" მატჩში (1:2) 29 წლის სკანდალისტმა ფეხბურთელმა ჯერ გოლი გაიტანა, 36-ე წუთზე კი ბრედლი ჯონსონის მიერ ჯოისთან ჩხუბის ინსცენირების შემდეგ არბიტრმა ნილ სუორბრიკმა ის მინდვრიდან მიაბრძანა.

ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთელი
შაბათს (7 იანვარი) ინგლისის თასზე "მილტონის" წინააღმდეგ თამაშს გამოტოვებს. არ იქნება ის არც "ნიუკასლთან" (XXI ტური. 15 იანვარი) და არც "უიგანთან" (XXII ტური. 21 იანვარი) შეხვედრებში. ჯოი ასოციაციის გადაწყვეტილებას ტვიტერზე გამოეხმაურა: "თავს დაცარიელებულად ვგრძნობ.

გულს ის ფაქტი მიკლავს, რომ ჯერ თასის თამაში უნდა გამოვტოვო, შემდეგ კი ჩემი ყოფილი კლუბის წინააღმდეგაც ვერ ვიქნები მოედანზე. არა უშავს. სიცოცხლე გრძელდება. ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ "ექსპერტებისთვის" შეხედვა. გამიკვირდება, თუ ოდესმე მათ სახელებს დავადგენ.

სანამ თამაშის უფლება არ მექნება, იქამდე სამსახიობო ოსტატობის კურსს გავივლი. აშკარაა, მსახიობები იმარჯვებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული