თარჯიმანი მანჩინისთვის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის თქმით, კლუბი უახლოეს დღეებში დაუსვამს წერტილს ორი ფეხბურთელის ტრანსფერს. ლაპარაკია უეინ ბრიჯისა და კარლოს ტევესის გასხვისებაზე.

ამას გარდა, "ქალაქელები" 2-3 მოთამაშეს კიდევ გაუშვებენ. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ედუმ ონუოჰა უნდა იყოს. კლუბში არც იმას გამორიცხავენ, ვინმე დაიმატონ კიდეც.

"კარლოსის შეძენა 3-4 იტალიურ კლუბს სურს, ასევე ერთ ფრანგულს, იმედია, ისიც და უეინიც მალე შეძლებენ ფეხბურთის თამაშს.

არასოდეს მიფიქრია, რომ ტევესთან კონფლიქტში გავიმარჯვე. მისთვის ბევრი რამ გავაკეთე 2 წლის განმავლობაში, მაგრამ ბოლოს მაინც იმ კონდიციამდე მივედით,
რაც ყველამ იცის. მე მას მხოლოდ ბოდიშის მოხდა მოვთხოვე, რადგან კლუბის ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე ვაყენებ. სამწუხაროა, რაც მოხდა" - განუცხადა მანჩინიმ "გარდიანს".

"ქალაქელთა" თავკაცმა კომენტარი მარიო ბალოტელიზეც გააკეთა: "ბალოტელი კეთილი, მაგრამ მეტისმეტად უცნაური კაცია. მისი ხანდახან იოლად მესმის, ხან კი მეჩვენება, რომ მასთან სასაუბროდ სპეციალური თარჯიმანი მჭირდება. მას არ უნდა დაიჯეროს, რომ ძალიან გაუმართლა, როცა უმაღლეს დონეზე 16 წლისამ დაიწყო თამაში. სეზონის დასაწყისში ის სათანადოდ არ ვარჯიშობდა, უდისციპლინოდ იქცეოდა და ამის გამო მთელი თვე სკამზე იჯდა. იმედია, გაიზრდება როგორც პიროვნება და საქმეს სხვანაირად მიუდგება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული