"როგორც წესი, ფლო გასახდელში რეგის სტილის მუსიკას უსმენს. საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, რა სასაცილოდ ცეკვავს მალუდა. მხიარული ბიჭია. მოედანზე კი ეს არის საზრიანი ფეხბურთელი, ფიზიკურად ძლიერი და შედეგიანი. ახლა უფრო ხშირად იტანს გოლებს, ვიდრე ოდესმე, თანაც ამით არ კმაყოფილდება და უფრო მეტის გატანა სურს. უკვე სამი წელია, რაც ფლო გუნდშია. მალუდა "ჩელსის" შეეჩვია, საკუთარი ძალებისაც ირწმუნა.
საფრანგეთის ჩემპიონატიდან ინგლისის პრემიერლიგაზე გადართვა საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, თუ "ჩელსის"