"მანჩესტერ იუნაიტედი" ლემპარდის შეძენას ეცდება

AutoSharing Option
"ჩელსის" 33 წლის ნახევარმცველი, ფრენკ ლემპარდი, რომელმაც გუნდში ანდრე ვილაშ-ბოაშის მოსვლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში მოხვდა.

ეს ინფორმაცია დღეს ბრიტანულ პრესაში გამოქვეყნდა. აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელის შეძენით პირადად "ალისფერი ეშმაკების" თავკაცი ალექს ფერგიუსონია დაინტერესებული. სერ ალექსს ინგლისის ნაკრების მოთამაშის ნიჭი ყოველთვის აღაფრთოვანებდა.

თანაც მანჩესტერელთა ბოლოდროინდელ წარუმატებლობებს ბევრი ნახევარდაცვის ცენტრში მაღალი კლასის ფეხბურთელის არყოფნას უკავშირებს.

"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პრობლემა შესაძლოა ლემპარდის კონტრაქტი გახდეს. ის "ჩელსიში" კვირაში დაახლოებით 140 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული