ეს ინფორმაცია დღეს ბრიტანულ პრესაში გამოქვეყნდა. აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელის შეძენით პირადად "ალისფერი ეშმაკების" თავკაცი ალექს ფერგიუსონია დაინტერესებული. სერ ალექსს ინგლისის ნაკრების მოთამაშის ნიჭი ყოველთვის აღაფრთოვანებდა.
თანაც მანჩესტერელთა ბოლოდროინდელ წარუმატებლობებს ბევრი ნახევარდაცვის ცენტრში მაღალი კლასის ფეხბურთელის არყოფნას უკავშირებს.
"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პრობლემა შესაძლოა ლემპარდის კონტრაქტი გახდეს. ის "ჩელსიში" კვირაში დაახლოებით 140 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს.