"მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებისთვის ფულს მიიღებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელმა, გლეიზერების ოჯახმა გადაწყვიტა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის გასაძლიერებლად, კლუბს დამატებითი სახსრები გამოუყოს.

სინგაპურის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების დაგვიანებისა და ვალების მიუხედავად, გლეიზერები კლუბისთვის ფულს მაინც არ დაიშურებენ.

შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ინგლისის ჩემპიონატში ორი მატჩი ზედიზედ წააგეს და სატურნირო ცხრილის ლიდერ "მანჩესტერ სიტის" სამი ქულით ჩამორჩებიან. გარდა ამისა, გუნდში ტრავმიანობის ნამდვილი ეპიდემიაა.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "აიაქსის" ჰავბეკით კრისტიან ერიქსენით და "ინტერის" ნახევარმცველ სნეიდერითაა დაინტერესებული.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული