გივენი შესაძლოა "ევერტონთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელდეს

AutoSharing Option
ბირმინგემის "ასტონ ვილას" ირლანდიელი მეკარე შეი გივენი, რომელმაც ტრავმის გამო ექვსი მატჩი გამოტოვა, უახლოეს ხანში მწყობრში ჩადგება.

35 წლის გოლკიპერი, რომელმაც ტრავმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" დეკემბრის მატჩში მიიღო, მოედანზე 14 იანვარს, ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში "ევერტონთან" გამოვა.

"ლომების" მთავარმა მწვრთნელმა ალექს მაკლიშმა აღნიშნა, რომ მეკარეს გული "ბრძოლის ველისკენ" მიუწევს.

მიმდინარე სეზონის 14 შეხვედრაში გივენმა 18 ბურთი გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული