"სიმართლე გითხრათ, დაუჯერებელი რამ მოხდა, - განუცხადა "არსენალის" ოფიციალურ საიტს ტიერიმ. - როგორც კი იჯარის ვარიანტი გამოჩნდა, მაშინვე ამ იდეით ავენთე. თუმცა, მე ლონდონში იმისთვის არ მოვსულვარ, რომ გმირი გავხდე ან ვინმეს რამე დავუმტკიცო. უბრალოდ, შამახი და შერვინიო აფრიკის თასზე მიემგზავრებიან და მე სწორედ მათ შევცვლი.
ეს იჯარაა და შესაბამისად, ალბათ მეტწილად თადარიგში ვიქნები. რაც შეეხება "ნიუ იორკის" გულშემატკივრებს,