არსენ ვენგერი: უოლკოტის შენარჩუნება გვინდა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ კლუბი ყველაფერს გააკეთებს, რათა ფორვარდ თეო უოლკოტთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

"ჩვენ თეოს შენარჩუნება გვინდა და ამის შესახებ მისთვისაც ცნობილია. ეჭვგარეშეა, რომ ფეხბურთელი იმსახურებს იმ ხელფასს, რასაც ვუხდით. ის ყოველდღე ბოლომდე იხარჯება ვარჯიშებზე და ძალიან ბევრს მუშაობს.

უოლკოტის დამოკიდებულება საქმისადმი აღფრთოვანებას იწვევს", - განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ უოლკოტს "არსენალთან" კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულში უმთავრდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული