"ჩვენ თეოს შენარჩუნება გვინდა და ამის შესახებ მისთვისაც ცნობილია. ეჭვგარეშეა, რომ ფეხბურთელი იმსახურებს იმ ხელფასს, რასაც ვუხდით. ის ყოველდღე ბოლომდე იხარჯება ვარჯიშებზე და ძალიან ბევრს მუშაობს.
უოლკოტის დამოკიდებულება საქმისადმი აღფრთოვანებას იწვევს", - განაცხადა ვენგერმა.
შეგახსენებთ, რომ უოლკოტს "არსენალთან" კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულში უმთავრდება.