არსენ ვენგერი: ანრი "არსენალის" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში იქნება

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ ლონდონურ კლუბში იჯარით დაბრუნებული ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში იქნება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/8 ფინალში "არსენალს" "მილანთან" დაპირისპირება ელის.

"ანრი "არსენალის" განაცხადში იქნება, ეს მართალია. მილანში ანრიმ "ინტერს" სამი გოლი გაუტანა, ამიტომ მისი განაცხადში შეყვანა, ჩვენი მხრიდან ლოგიკური გადაწყვეტილებაა", - თქვა ვენგერმა.

ანრი "არსენალში" "იუვენტუსიდან" 1999 წელს გადავიდა და 8 წლის მანძილზე 364 ჩატარებულ მატჩში 226 გოლი გაიტანა. მისი დახმარებით "მეთოფეები" 2005/06 წლის სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც "ბარსელონასთან"
1:2 დამარცხდნენ. 2007 წელს ანრი კატალონიელთა შემადგენლობაში გადავიდა და ორი წლის შემდეგ "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა.

"მილანთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩს ლონდონელები 15 თებერვალს სტუმრად გამართავენ. საპასუხო შეხვედრა ინგლისის დედაქალაქში 6 მარტს შედგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული