"ლივერპულის" ფანებმა "ოლდჰემის" მცველი ატირეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ფანებმა რასისტული შეძახილებით "ოლდჰემის" მცველი ტომას ადეიემი ცრემლებმადე მიიყვანეს.

20 წლის ფეხბურთელი პარასკევს "ლივერპულის" საშინაო არენაზე ატირდა, როდესაც ერთერთმა ფანმა "შავკანიანი ნაბიჭვარი" უწოდა. ადეიემი ისე დამწუხრდა, რომ საკუთარი და მეტოქე გუნდის ფეხბურთელები და მსაჯები ერთდროულად ამშვიდებდნენ.

ახალგაზრდა ფეხბურთელის რეაქციის შემხედვარე ფანებმა "ლივერპულის" თავდამსხმელ ლუის სუარესის სახელის ყვირილი მორთეს, რომელიც დეკემბერში პატრის ევრას მისამართით რასისტული გამონათქვამებისთვის რვამატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მერსისაიდელთა გულშემატკივრებმა სუარესის მხარდასაჭერად მისი სახელობის მაისურები და შარფებიც გამოფინეს.

მატჩის შემდეგ ადეიემიმ პოლიციაში განცხადება დაწერა იმის შესახებ, რომ რასობრივი ზიზღის
საფუძველზე თავდასხმის მსხვერპლი გახდა. პოლიციამ 20 წლის ბრიტანელი ხულიგანი ფანი შაბათსვე დააკავა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი კაციააააა:)
ratinio
20:50 08-01-2012
0
რასისტების ............
shako
11:48 09-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული