20 წლის ფეხბურთელი პარასკევს "ლივერპულის" საშინაო არენაზე ატირდა, როდესაც ერთერთმა ფანმა "შავკანიანი ნაბიჭვარი" უწოდა. ადეიემი ისე დამწუხრდა, რომ საკუთარი და მეტოქე გუნდის ფეხბურთელები და მსაჯები ერთდროულად ამშვიდებდნენ.
ახალგაზრდა ფეხბურთელის რეაქციის შემხედვარე ფანებმა "ლივერპულის" თავდამსხმელ ლუის სუარესის სახელის ყვირილი მორთეს, რომელიც დეკემბერში პატრის ევრას მისამართით რასისტული გამონათქვამებისთვის რვამატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მერსისაიდელთა გულშემატკივრებმა სუარესის მხარდასაჭერად მისი სახელობის მაისურები და შარფებიც გამოფინეს.
მატჩის შემდეგ ადეიემიმ პოლიციაში განცხადება დაწერა იმის შესახებ, რომ რასობრივი ზიზღის