რუნი: მსაჯი არ ვარ და კომპანი მე არ გამიძევებია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა უეინ რუნიმ ინგლისის თასის 1/32 ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტის" მცველ ვენსან კომპანის გაძევების ეპიზოდი შეაფასა.

"საინტერესოა, რომ ზოგი ფიქრობს, თითქოს კომპანი მოედნიდან მე გავაძევე. მსაჯი არ ვარ. ვენსანისთვის წითელი ბარათი მე არ მიმიცია, მაგრამ ის მან ნამდვილად დაიმსახურა - ვარდნა ორივე ფეხით განახორციელა", - დაწერა რუნიმ საკუთარ "ტვიტერში".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული