კარლოს ტევესი მილიონი ფუნტით დააჯარიმეს

AutoSharing Option
"მანჩეტსერ სიტის" ფორვარდი კარლოს ტევესი კლუბის ხელმძღვანელობამ ისევ დააჯარიმა. მიზეზი - ნოემბერში, კლუბის თანხმობის გარეშე არგენტინელის სამშობლოში გამგზავრება გახდა.

იურიდიული პრობლემების გამო "სიტის" ხელმძღანელობა ტევესს ხელფას ისევ უხდის, რომელიც სავარაუდოდ ახლო მომავალში "მილანის" ფეხბურთელი გახდება. თუმცა მის ხელფასს ისინი მილიონიანი ჯარიმით "უკან ამოიღებენ".

შეგახსენებთ, რომ პირველად არგენტინელი ფორვარდი ერთი თვის წინ 800 ათასი ფუნტით დააჯარიმეს, ხოლო ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ჩარევის შემდეგ "სიტიმ" ეს თანხა 400 ათასამდე დაწია.

მომზადებულია people.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული