ანრი: იმედი მაქვს, ეს გოლი ბოლო არაა

AutoSharing Option
ვიდეო
"არსენალის" თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ, რომელმაც ინგლისის თასის მე-3 რაუნდში "ლიდსთან" გადამწყვეტი გამარჯვების გოლი გაიტანა, აღიარა, რომ ლონდონში დაბრუნება მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

"შვებულებიდან 15 დღის წინ დავბრუნდი. ვერცკი წარმოვიდგენდი, რომ ისევ "არსენალში" ვითამაშებდი, მითუმეტეს, გამარჯვების გოლს გავიტანდი.

არცკი ვიცი, რა ვთქვა, ძალიან მიყვარს "არსენალი" და მინდა მას დავეხმარო. იმედი მაქვს, ეს გოლი ბოლო არაა.

იმ გუნდის შემადგენლობაში, რომლის ფანი ვარ, გოლი გავიტანე და ახლა მივხდი, რას გრძნობდნენ "ლივერპულის", "მანჩესტერ იუნაიტედისა" ან "ჩელსის" ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ გუნდებს გულშემატკივრობდნენ და მათ რიგებში გოლები
გაჰქონდათ", - განაცხადა ანრიმ.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული