ფერგიუსონმა გიგზს უელსის ნაკრების გაწვრთნა აუკრძალა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი გუნდის ფეხბურთელს, რაიან გიგზს უფლება არ მისცა უელსის ნაკრების თავკაცი გამხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გარი სპიდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

უელსის ფეხბურთის ფედერაციამ სპიდის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა ნაკრების მთავარი მვრთნელის ადგილი 38 წლის გიგზისთვის შეეთავაზებინა, მაგრამ ფერგიუსონი ფედერაციის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ რაიანს ნაკრების გასაწვრთნელად არ გაუშვებს.

მომზადებულია The Daily Mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული