29 წლის ფეხბურთელს ივლისში მენისკის გართულებული ფორმა დაუდგინეს და სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთეს. ამის შემდეგ მიკაელი 5 თვე მკურნალობდა. ის მხოლოდ დეკემბერში შეუდგა ვარჯიშს. და აი, მან "ჩელსის" დუბლებში "ვესტ ბრომვიჩის" რეზერვისტებთან 75 წუთი ითამაშა.
"ჩელსის" სამწვრთნელო შტაბი არ ცდილობს მოვლენათა ფორსირებას. ხელმძღვანელობა ფეხბურთელს დროს კონდიციების აღსადგენად თვის ბოლომდე აძლევს. ესიენის მდგომარეობით დაინტერესდნენ განის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, მაგრამ "ჩელსის" ექიმებმა მათ თავაზიანად აუხნეს, რომ მიკაელი სუსტი ფიზიკური კონდიციების გამო აფრიკის
"ჩელსის" თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "ლურჯებმა" შესაძლოა ცენტრალური მცველის გარდა კიდევ ერთი ფეხბურთელი შეიძინონ. ალბათ იცით, რომ ლონდონელები "ბოლტონს" პრაქტიკულად უკვე შეუთანხმდნენ გარი კეჰილის ტრანსფერზე. ინგლისის ნაკრების 26 წლის მოთამაშე 7 მილიონი ფუნტი ღირს. მცირე დეტალებია შესათანხმებელი პირადად კეჰილის კონტრაქტთან დაკავშირებითაც.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის გადაბირებას ბოლო დღეებში "მანჩესტერ იუნაიტედიც" შეეცადა, დედაქალაქელები ამ საქმეში მაინც ფავორიტებად მიიჩნევიან. "კეჰილის გარდა შეიძლება ჩვენ კიდევ ერთი ფეხბურთელი შევიძინოთ, თუმცა დარწმუნებულები არ ვართ ამ საქმესაც მოვკიდებთ თუ არა ხელს. ყველაფერი არც ისე იოლია. მოგეხსენებათ, სეზონის მიმდინარეობისას წამყვან ფეხბურთელებთან გამოთხოვებას ყველა ერიდება, რაც ტრანსფერებს მეტისმეტად აძნელებს," – უთხრა პორტუგალიელმა "დეილი მირორს".
"დეილი მეილის" ცნობით, "ლურჯებმა" "გენკს" 8 მილიონი ფუნტი შესთავაზეს 20 წლის შემტევ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინში. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. კევინი "ჩელსის" ფეხბურთელი ზაფხულზე გახდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"