ტიერი მიიჩნევს, რომ "მეთოფეებს" მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა შეუძლიათ.
"მიმდინარე სეზონში ოთხეულში მოსახვედრად რთული ბრძოლა გველის. თუმცა ვფიქრობ, რომ "არსენალი" ამ ამოცანას გაუმკლავდება. გუნდი სეზონის უხეირო სტარტის შემდეგ ფეხზე დადგა.
ჯერ კიდევ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მოთამაშეები ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის იდეით არიან შეპყრობილნი და წარმატებისთვის ყველაფერს გაიღებენ", - განაცხადა ანრიმ.