ციურიხში, ფიფას ოფისში სამშაბათს სპეციალური შეხვედრა შედგა, რომელიც ფეხბურთში ბოლო ხანს დატრიალებულ კორუფციულ სკანდალებსა და გარიგებულ მატჩებს მიეძღვნა. "გარიგებული მატჩები შეიძლება პრემიერლიგაშიც ჩატარდეს და ჩემპიონთა ლიგაშიც.
ამისგან თავს ვერავინ დაიზღვევს. კორუფცია ისეთი მოვლენაა, რომ მან ფესვები შეიძლება ყველა დონეზე გაიდგას. ფიფამ და ქვეყნების მთავრობებმა ერთიანი ძალისხმევა უნდა მიმართონ მასთან საბრძოლველად.
მხოლოდ კორუფციით კი არა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ფეხბურთელებისა და სხვა ოფიციალური პირების უსაფრთხოების
რამდენიმეს მიერ სიკვდილის წინ დაწერილი წერილებით თუ ვიმსჯელებთ, მათ საკუთარი საქციელისა რცხვენოდათ. ასევე შემიძლია იმის თქმა, რომ არსებობენ ფეხბურთელები, რომლებმაც ძალიან მაღალი ფასი გადაიხადეს, რათა ეს ლაქა როგორმე ჩამოერეცხათ," - აცხადებს კრის იტონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"