ჯერარდი: მანჩინის საქციელით გაკვირვებული ვარ

AutoSharing Option
"ლივერპულის" კაპიტანი სტივენ ჯერარდი არ ეთანხმება აზრს, რომ "მანჩესტერ სიტისთან" (1:0) ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალის გუშინდელ მატჩში მისი თანაგუნდელი გლენ ჯონსონი გაძევებას იმსახურებდა.

მატჩის დასასრულს "წითლების" მცველი ჯოლეონ ლესკოტის მიმართულებით ორივე ფეხით სახიფათოდ გადახტა. სწორედ ასეთი ეპიზოდის შემდეგ გასულ უქმეებზე "სიტის" მცველი ვინსენ კომპანი გააძევეს.

"არ ვეთანხმები აზრს, რომ მას წითელი ბარათი უნდა მიეღო. ვფიქრობ, მან ბურთი წესების დაცვით აართვა.

გულწრფელად გითხრათ, მანჩინის ქცევით გაკვირვებული ვარ. შუა კვირაში ის მუდმივად უეინ რუნის შესახებ საუბრობდა, ახლა კი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს
ერთ-ერთ მოთამაშეს პრობლემები შეექმნას. არ ვფიქრობ, რომ ეს სამუშაოსადმი სწორი მიდგომაა", - განაცხადა ჯერარდმა. 

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული