"ჩელსი" და "ლილი" აზარის თაობაზე მოილაპარაკებენ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" "ლილთან" ბელგიელი ნახევარმცველის ედენ აზარის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო.

"ლურჯების" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის, ამასთან ტრანსფერი იანვარშივე უნდა განხორციელდეს.

როგორც ცნობილია, "ლილი" საკუთარი წამყვანი მოთამაშის გასხვისებისგან 40 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. ამას გარდა, კლუბი ბელგიელის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრამდე გაყიდვას არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდეა გათვალისწინებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული