"ლურჯების" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის, ამასთან ტრანსფერი იანვარშივე უნდა განხორციელდეს.
როგორც ცნობილია, "ლილი" საკუთარი წამყვანი მოთამაშის გასხვისებისგან 40 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. ამას გარდა, კლუბი ბელგიელის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრამდე გაყიდვას არ აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდეა გათვალისწინებული.