ორი სიტყვით საკვირაო ლიგის შესახებ: ეს გახლავთ ინგლისური სამოყვარულო ლიგა, რომლის თამაშებიც, როგორც ხვდებით მხოლოდ კვირაობით იმართება. აქვე დავძენთ, რომ ინგლისის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში არსებობს შაბათის ლიგაც. როგორც საკვირაო, ასევე შაბათის ლიგებში გამოდიან ადამიანები, რომლებიც მოყვარულთა დონეზეც კი ვერ გამოირჩევიან ოსტატობით და მეტი ვარჯიშისა და
შეგახსენებთ, რომ ჰოვარდ ვები ის არბიტრია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 14 ყვითელი ბარათი ამოიღო. ეს გახლდათ ესპანელებისა და ჰოლანდიელების დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ ესპანელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გეხსომებათ: შეხვედრა ყველაფერთან ერთად ბინძური თამაშითაც გამორჩეოდა.
რადიკალურად განსხვავებული გახლდათ მუშებისა და სოციალურ მუშაკთა დაპირისპირება, სადაც ვებს მაღალ ბალახში გადავარდნილი ბურთის ძებნაც კი მოხდა. ცნობისთვის: ბურთი ვერ იპოვნეს და ახალი გახდა მოსატანი. სოციალურმა მუშაკებმა 3:0 მოიგეს, მსაჯმა კი თქვა:
"კარგი თამაშის გაძღოლა მჭირდებოდა და ამაზე უკეთესს რას ვინატრებდი? მეც თავად ხომ ერთი როტერჰემელი ბიჭი ვარ, რომელმაც სწორედ ამ ლიგებიდან დაიწყო თავისი მოღვაწეობა. მართალი გითხრათ, საკვირაო ლიგის შეხვედრის გაძღოლა დღეს უფრო გამიჭირდა ვიდრე ათი წლის წინ. იცით რატომ? იმიტომ, რომ ახლა უკვე სხვა რამეს ვარ დაჩვეული. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ პრემიერლიგის ფეხბურთელთა მოქმედებები გაცილებით იოლი ამოსაცნობია. რასაკვირველია, ყოველ დღე ტურის მთავარი მატჩის გაძღოლა არ მიხდება, თუმცა ერთი ფაქტია: პრემიერლიგაში რომ მსაჯობ გადაწყვეტილებების მიღებისას ტელევიზიის ფაქორსაც ითვალისწინებ".
ვები, რომელიც პოლიციის სერჟანტი გახლავთ, პრემიერლიგაში 11 სექტემბერს ჩაებმება.