"ჩელსი": მალუდა საეჭვოა, სტარიჯი მწყობრშია

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევარმცველს ფლორან მალუდას ბოლო ორი დღე გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და შესაძლოა ფეხბურთელმა "სანდერლენდთან" მატჩი გამოტოვოს.

გარდა ამისა, "ლურჯების" მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი და საყრდენი ობი მიკელი გუნდს ვერ ეხმარებიან, სამაგიეროდ მწყობრში ჩადგა ლონდონელების ბომბარდირი დანიელ სტარიჯი, რომელმაც "ჩელსის" ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა.

ასევე თამაშს ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჯონ ტერიც შეძლებს, რომელსაც მუხლზე პრობლემები ჰქონდა.

რაც შეეხება მაიკლ ესიენს, მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და სავარაუდოდ ორ კვირაში უკვე მოედანზე გამოვა.

მომზადებულია chelseafc.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული