იქამდე კენ დალგლიშის ბიჭებს ჩემპიონატში შეუძლიათ სიტუაციის გამოსწორება, მით უფრო, რომ არცთუ ყველაზე მრისხანე მეტოქეებთან ელით დაპირისპირებები.
“ლივერპული” დღეს “სტოკ სიტის” მიიღებს, შემდეგ კი აუტსაიდერ “ბოლტონს” ეწვევა. მასპინძლების უმთავრესი პრობლემა ლუის სუარესის დისკვალიფიკაციაა. გუნდს ის კიდევ 4 თამაში ვერ დაეხმარება. “სიტისთან” მატჩში დიდებულად
ვერ ვიტყვით, რომ ტონი პულისის “სტოკი” გასვლით შეხვედრებში სუსტია (10-დან 4 მოგება აქვს), მაგრამ გოლების უმეტესობას რომ სტუმრად უშვებს (31-დან 20), ეს ფაქტია. გუნდები მიმდინარე სეზონში ორჯერ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ წრეში “სტოკმა” 1:0 მოიგო, ლიგის თასის 1/4-ფინალში კი ისევ “ბრიტანიაზე” “ლივერპულმა” იძალა (2:1). დაბოლოს, საკადრო გადაადგილებებზე: ჟურნალისტების ვარაუდით, ბოლო მატჩისგან განსხვავებით, სასტარტოში მარცხენა მცველად ხოსე ენრიკე დადგება და არა მარტინ კელი.
დღეს საინტერესო მატჩი შედგება “სტემფორდ ბრიჯზე”, სადაც “ჩელსი” მოღონიერებულ “სანდერლენდს” უმასპინძლებს. ანდრე ვილაშ ბოაშს სერიოზული საფიქრალი აქვს: მოასწრებს თუ არა გამოჯანმრთელებას გუნდის საუკეთესო ბომბარდირი დენიელ სტარიჯი (9 გოლი). “პორტსმუთთან” ასოციაციის თასის შეხვედრა თავდამსხმელმა ტრავმის გამო გამოტოვა.
სამაგიეროდ პორტუგალიელი ნამდვილად ვერ დაიხმარებს ფლორან მალუდას. ფრანგმა შუახაზელმა ბოლო სამი დღე ვერ ივარჯიშა და ბუნებრივია, სათამაშოდ მზად არ გახლავთ. ეჭვქვეშ დგას ჯონ ობი მიკელისა და ბრანისლავ ივანოვიჩის საკითხიც. ვარჯიშზე შტანგასთან შეჯახების შემდეგ მუხლი სტკიოდა ჯონ ტერისაც, მაგრამ კაპიტანმა გამოჯანმრთელება მოასწრო. მან გუშინ სრულფასოვნად ივარჯიშა. მართალია მიკაელ ესიენმა დუბლებში უკვე ითამაშა, მაგრამ მწვრთნელი განაცხადში მის შეყვანას არ ჩქარობს. როგორც ჩანს, სკამზე მოხვედრის შანსი 29 წლის განელს 21 იანვარს “ნორვიჩთან” XXII ტურის შეხვედრაში მიეცემა.
“ჩელსის” ბანაკში ყველას ესმის, რომ პრემიერლიგის ყოფილ აუტსაიდერთან დაპირისპირება ისეთი იოლი არ იქნება, როგორც პირველ წრეში (2:1 “ჩელსის” სასარგებლოდ), როცა ლონდონელებს 90 წუთის განმავლობაში ჰქონდათ უპირატესობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას მერე “კატები” მარტინ ონილმა ჩაიბარა. როგორ შეუძლია ჩრდილოირლანდიელს მებრძოლი გუნდების ჩამოყალიბება, ყველას მოეხსენება.
“თანამედროვე ფეხბურთში ონილი ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ინგლისსა და შოტლანდიაში მას სერიოზული გამარჯვებები მოუპოვებია. ძველ “სანდერლენდსა” და ახლანდელს შორის პრინციპულ განსხვავებას სწორედ ეს ფაქტორი იძლევა. საკუთარი თავის რწმენადაკარგული გუნდი მან ერთ მუშტად შეკრა და ჩემპიონატის ლიდერები დაამარცხა. როცა მეტოქე ასეთი მონდომებულია, მასთან ბრძოლა ყოველთვის ძნელია. მოტივაცია ბევრს წყვეტს,” - ამბობს ანდრე ვილაშ-ბოაში.
ხვალ კიდევ ერთი საინტერესო თამაშია - “სუონსის” “ლიბერთი სტედიუმს” “არსენალი” და ტიერი ანრი სტუმრობენ. ფრანგი ფეხბურთელი თავად აცხადებდა, რომ პრემიერლიგაში სათამაშოდ ცუდ კონდიციებში იყო, მაგრამ აფრიკის ეროვნებათა თასზე საასპარეზოდ წასული მარუან შამახის მაგივრად არსენ ვენგერი რობინ ვან პერსის ალბათ მაინც მას შეუწყვილებს.
სასტარტო შემადგენლობას შეიძლება დაუბრუნდნენ ტომაშ როსიცკი, იოან ჯურუ და პერ მერტეზაკერი. წინა კვირაში გერმანელი გაციებული იყო და მაღალი სიცხეები აწუხებდა, მაგრამ მას მოიკეთა. ამ დღეებში ტონი ადამსმა მერტეს არაერთი საქებარი სიტყვა უძღვნა. “მეთოფეთა” ლეგენდამ განაცხადა, აყლაყუდა გერმანელის პროგრესით ძალიან კმაყოფილი ვარო.
ინგლისის პრემიერლიგა. XXI ტური
დღეს:
ასტონ ვილა-ევერტონი 19:00
ტრავმა: კოლინზი, ჟივე, ჰერდი, კუელიარი, ჰესკი, ლიჩაი - კოულმენი, დისტენი, ბარკლი, იაგიელკა, ოსმანი, როდუელი, ჰიბერტი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ბლექბერნი-ფულჰემი 19:00
ტრავმა: გრელა, ნელსენი, სალგადო, სამბა, დენი, რობინსონი, ჰოილეტი, დანი - დევისი, გრიგერა, ჯონსონი, შვარცერი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ჩელსი-სანდერლენდი 19:00
ტრავმა: მიკელი, სტარიჯი, ივანოვიჩი, ესიენი - ბრაუნი, გორდონი, ანგელერი, კემპბელი, კოლბეკი, ბრამბლი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ლივერპული-სტოკ სიტი 19:00
ტრავმა: ლუკას ლეივა, სპირინგი - უილკინსონი, სიდიბე
დისკვალიფიკაცია: სუარესი
მანჩესტერ იუნაიტედი-ბოლტონი 19:00
ტრავმა: იანგი, ევანსი, ფლეტჩერი, ფაბიო, კლევერლი, ოუენი, ვიდიჩი - ჰოლდენი, ალონსო, დევისი, მირსი, გარდნერი, იასკელაინენი, ლი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტოტენჰემი-ვულვერჰემპტონი 19:00
ტრავმა: სანდრო, პარკერი, კინგი, გალასი, ჰადლსტოუნი - ზუბარი, ოჰარა, ჯონსონი, კრედოკი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ვესტ ბრომვიჩი-ნორვიჩი 19:00
ტრავმა: რიდი, ბრანტი, ოლსონი, მაკოლი, მულუმბუ, შარნერი, ლონგი, გერა, ტომასი - ლაეტი, ვონი, ტირნი, ვორდი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ხვალ:
ნიუკასლი-ქუინზ პარკი 17:30
ტრავმა: მარვო, სიმპსონი, ამეობი, ლოვენკრანდსი, გატრი, ტეილორი - ფორლინი, ჰალსი, დაიერი
დისკვალიფიკაცია: - ბარტონი
სუონსი-არსენალი 20:00
ტრავმა: ბოდე, ტეიტი - ვერმაელენი, სანია, გიბსი, დიაბი, ფაბიანსკი, სანტოსი, უილშირი, კოკელენი, ჯენკინსონი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ზეგ:
უიგანი-მანჩესტერ სიტი 24:00
ტრავმა: მელონი, კერკლანდი, კრუსატი - კომპანი, დ. სილვა, ბალოტელი
დისკვალიფიკაცია: - კომპანი
სატურნირო ცხრილი
1. სიტი 20 15 3 2 56:16 48
2. იუნაიტედი 20 14 3 3 49:20 45
3. ტოტენჰემი 20 14 3 3 38:20 45
4. ჩელსი 20 11 4 5 39:25 37
5. არსენალი 20 11 3 6 36:28 36
6. ლივერპული 20 9 7 4 24:18 34
7. ნიუკასლი 20 9 6 5 29:25 33
8. სტოკ სიტი 20 8 5 7 22:31 29
9. ნორვიჩი 20 6 7 7 30:35 25
10. სანდერლენდი 20 6 6 8 27:23 24
11. ევერტონი 20 7 3 10 20:24 24
12. სუონსი 20 5 8 7 20:23 23
13. ასტონ ვილა 20 5 8 7 22:26 23
14. ფულჰემი 20 5 8 7 22:26 23
15. ვესტ ბრომვიჩი 20 6 4 10 19:28 22
16. ვულვერჰემპტონი 20 4 5 11 22:36 17
17. ქუინზ პარკი 20 4 5 11 19:35 17
18. ბოლტონი 20 5 1 14 25:43 16
19. უიგანი 20 3 6 11 18:41 15
20. ბლექბერნი 20 3 5 12 29:43 14
ბომბარდირები
17 - რობინ ვან პერსი (არსენალი), 15 - დემბა ბა (ნიუკასლი), 14 სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 13 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 12 - იაკუბუ (ბლექბერნი), 10 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), 9-9 - დენიელ სტარიჯი (ჩელსი), მანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"