ამ სამუშაოზე ებრაელი სპეციალისტი წელიწადში 900 ათას ევროს მიიღებს და თუკი გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გაიყვანს, დამატებით 400 ევროს დაიმსახურებს. ამჟამად “პარტიზანი” სერბეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევრებს “ცრვენა ზვეზდასა” და “ვოივოდინას” 10 და 12 ქულით უსწრებს. წინა დამრიგებელი ალექსანდარ სტანოევიჩი გუნდიდან პრეზიდენტ დრაგან ჯურიჩთან კონფლიქტის გამო დეკემბრის პირველ რიცხვებში გაიქცა.
ავრამ გრანტი ბოლოს “ვესტ ჰემს” წვრთნი
გიბსონი ევერტონში წავიდა
ირლანდიელი დარონ გიბსონი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” “ევერტონში” გადავიდა. გარიგება ლივერპულურ კლუბს ამ ეტაპზე 500 ათასი ფუნტი დაუჯდა, თუმცა სამომავლოდ ბონუსების სახით ხარჯი 2 მილიონამდე ავა.
24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი “ეშმაკებიდან” ზაფხულზეც გარბოდა. “სანდერლენდი” მასში 4,5 მილიონ ფუნტს იხდიდა, მაგრამ ფეხბურთელმა “კატებთან” პირობებზე ვერ მოილაპარაკა.
ირლანდიელი “ოლდ ტრეფორდზე” 2005 წლიდან თამაშობდა. ახალ კლუბში მას მთლად უცნობი გარემო არ დახვდება - “ევერტონში” ექსმანკუნიანელები ტიმ ჰოვარდი, ფილ ნევილი და ლუის საა თამაშობენ. იქვეა მისი კიდევ ორი ნაცნობი: ირლანდიელები სიმუს კოულმენი და შეინი დაფი.
ნეკი ნეკისა, შერიგებისა...
დაახლოებით ასეთი იტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს საფეხბურთო ასოციაციის ინიციატივას, რომ ლუის სუარესი და პატრის ევრა მათი გუნდების დაძაბული დაპირისპირებების წინ (28 იანვარი, ასოციაციის თასის მე-4 რაუნდი; 11 თებერვალი, პრემიერლიგის XXV ტური) ერთმანეთს პირისპირ შეახვედროს.
ინგლისური ფეხბურთის მამებს ამ გზით ვარსკვლავებს შორის ურთიერთობის დათბობა აქვთ განზრახული, თუმცა შემოდგომაზე ანალოგიური ინიციატივა მხარეებმა შორს დაიჭირეს.
სწორედ ევრას რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფის გამო მიიღო ცოტა ხნის წინ ურუგვაელმა 8-თამაშიანი დისკვალიფიკაცია და 40 ათასი ფუნტითაც დაჯარიმდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"