ედინ ჯეკო: "მანჩესტერ სიტის" "უიგანისთვის" კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლო

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ, რომელმაც "უიგანს"(1:0) გამარჯვების გოლი გაუტანა, განაცხადა, რომ "ქალაქელებს" მეტის გატანაც შეეძლოთ.

"ვფიქრობ, კიდევ ერთი-ორი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ მოპოვებული სამი ქულითაც კმაყოფილები ვართ.

რთული თამაში იყო, რადგან "უიგანი" კარგად ირჯებოდა. მიხარია, რომ გოლი კვლავ გავიტანე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე", - განაცხადა ჯეკომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული