"სანდერლენდის" თავკაცი სტივ ბრიუსი 24 წლის ასამოა გიანის დამატებით უზომოდ კმაყოფილია: "შესანიშნავი ახალწვეული გვყავს. დარწმუნებული ვარ, თავდასხმაში აღარ გაგვიჭირდება".
კარგ ხასიათზეა თავად გიანიც. "წლებია, პრემიერლიგას ტელევიზორით ვუყურებ და იქ თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ისიც ვიცი, რომ "სანდერლენდს" გამორჩეული ფანები ჰყავს. მოკლედ, ახალი გუნდის შემადგენლობაში დებიუტს უდიდესი სიხარულით ველი", - ამბობს განელი ფორვარდი, რომლის ანგარიშზეც მშობლიური ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 44 მატჩი და 22 გოლია.