სერ ალექს ფერგიუსონმა ”მანჩესტერ იუნაიტედში” თავის მემკვიდრე დაასახელა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, 70 წლის შოტლანდიელმა სპეციალისტმა ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ საკუთარ მემკვიდრედ "მიოლდეს" 38 წლის ნორვეგიელ თავკაც ოლე გუნარ სოლსკიაერს მოიაზრებს.

"ბევრი ფეხბურთელის პრობლემა ისაა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობის გარდა, მეტი არაფრის გაკეთება არ ძალუძთ.

ამ მხრივ სოლსკიაერს უპირატესობა აქვს: ის ყოველთვის ფეხბურთში დარჩენაზე ოცნებობდა. მას შინაგანი სიმტკიცე აქვს, რომელიც მწვრთნელს სჭირდება.

ის, რომ მან ლიგა იმ კლუბთან ერთად მოიგო, რომელსაც ეს არასდროს გაუკეთებია, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს", - აღნიშნა ფერგიუსონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული