"ჩელსიმ" სამი ძმა დასილვა გადაიბირა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" გუნდის მომავალში სერიოზული ინვესტიცია განახორციელა. ლონდონელებმა სამი ძმა: დასილვა რიო, კოული და ჯეი გადაიბირეს. რიო და კოული ტყუპები არიან.

ტყუპი ძმები 12 წლისანი არიან, ხოლო ჯეი 13 წლისაა. სამივე მათგანი "ლუტონის" აკადემიაში ირიცხებოდა. ძმები დასილვები ინგლისში ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელებად მიიჩნევიან.

იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდები "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებენ ადგილს, "ლუტონი" 1 მილიონ ფუნტს მიიღებს.

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული