ამიტომ მერსისაიდელთა გულშემატკივარმა სტატისტიკოსებმა გადაწყვიტეს, ჩვენი ბრიტანელი კოლეგებისთვის პასუხი ფაქტებით გაეცათ, რატომაა პეპე ნაღდი ლივერპულელი.
1. "ლივერპულის" ისტორიაში ხოსე რეინა მესამეა მშრალი მატჩების რაოდენობით. პირველ ადგილზეა რეი კლემენსი (324), მეორეზე - ბრიუს გრობელაარი (267).
2. ჩატარებული თამაშებისა და "მშრალად" ჩამთავრებულების შეფარდებას თუ ავიღებთ, რეინას მანჩვენებელი 2.16-ია, რითაც ის მეორე ადგილზეა.
პირველზე ისევ რეი კლემენსია (2.06).
3. ესპანელს გუნდი კაპიტნის რანგში 17-ჯერ გაუყვანია მინდორზე.
5. რეინამ 3-დან 2-ჯერ შეძლო პენალტების სერიაში გამარჯვება. ასოციაციის თასის ფინალში "ვესტ ჰემთან" (2006 წელი, 3:1) და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში "ჩელსისთან" (2006/07 სეზონი, 1:4).
6. "ლივერპულის" სატიტულო სპონსორმა კომპანია "კარლსბერგმა" ლივერპულელები ზუსტად იმდენი ლიტრი ლუდით დააჯილდოვა, რამდენი კილოც თავად იყვნენ. კონკურსი რეინამ მოიგო, ვინც 96 კილოგრამს იწონიდა.
7. სწორედ პეპე იყო 2001 წელს "ბარსას" მეკარე, როცა ის "ლივერპულს" უეფას თასის 1/2-ფინალში შეხვდა. 180 წუთის განმავლობაში ერთადერთი გოლი გარი მაკალისტერმა პენალტით გაიტანა. "წითლები" ფინალში გავიდნენ, სადაც "ალავესი" 5:4 დაამარცხეს და თასს დაეუფლნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"