ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა "ქალაქელების" შეთავაზება ახალი კონტრაქტის შესახებ არ მიიღო, რომლის მიხედვით დე იონგი კვირაში ხელფასის სახით 100 ათას ფუნტს მიიღებდა.
ნახევარმცველის უარის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა არ აპირებს ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები გააგრძელოს.
როგორც გაირკვა, ჰოლანდიელს გუნდში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ მოსწონს, "სიტიში" "რომას" ნახევარმცველის დანიელე დე როსის შესაძლო გადასვლა კი მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით